პოლიტიკა

ჩუგოშვილი:რაც კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთად ჩავწერეთ, სწორი და საუკეთესოა

ვფიქრობ, რომ ის, რაც კონსტიტუციაში ერთად ჩავწერეთ, სწორი და საუკეთესოა- მის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

უმრავლესობა ფიქრობს 2/3 პროპორციული და 1/3 მაჟორიტარული არის საუკეთესო სისტემა. დღეს რაც გვაქვს 77/73-ზე, ამასთან შედარებით ნამდვილად უკეთესია, მაგრამ რაც კონსტიტუციაში გვიწერია და 2020 წლის არჩევნების შემდგომ უნდა შევიდეს ძალაში – პროპორციული სისტემა, ბლოკების აკრძალვა და ხუთპროცენტიანი ბარიერი – ძალიან კარგად უზრუნველყოფს მანდატების უფრო სამართლიან განაწილებას პარლამენტში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის, რაც კონსტიტუციაში ერთად ჩავწერეთ, სწორი და საუკეთესოა. ამ ეტაპზე უმრავლესობის მხრიდან შემოთავაზებულ ვერსიას, რომ სამუდამოდ იყოს 100/50-ზე მხარი არავინ დაუჭირა და ამას არც მე ვუჭერ მხარს. ეს რომ ყოფილიყო ერთჯერადად, მხოლოდ 2020 წლის არჩევნებზე, შეიძლება, გამეზიარებინა, მაგრამ ვერ გავიზიარებ იმას, რომ უკვე რაც კონსტიტუციაშია ჩადებული ის ამ ვერსიით შევცვალოთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button