HOTNEWSსამართალი

სანამ პირში სული მიდგას, ვერ მობრუნდებიან ნაცები-სოსო რობაქიძე ბუტას საქმის განხილვაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

,,ოქრუაშვილისა და ადეიშვილის გარეშე ეს არ იქნებოდა. მე მაქვს 2012 წლის ჩვენება მიქაძის, სადაც ოქრუაშვილის პირდაპირ ადებს ხელს. ეს იყო 8 წლის წინ. ჩვენებს ვინ აძლევს ჯერჯერობით მეც არ ვიცი. სასამართლოში იმიტომ მოვედი, რომ გავიგო ვინ არიან ეს მოწმეები. მე ერთი რამ ვიცი, პატრული ოქრუაშვილმა შექმნა და მის ღირსებას თავიდან ბოლომდე დაიცავდა. იმიტომ, რომ ნაცები ბოლშევიკები იყვნენ.

ამ ქვეყანაში მკვლელს ვერ იპოვი. არადა 160 ბიჭია მოკლული. თან კლავდა, თან აყალბებდა. პოლიციაში ბაშალეიშვილი, რომელმაც ჩემი შვილი მოკლა, ორი წლის შემდეგ დააკავეს. მკვლელი პოლიციელი პოლიციაში იყო. კაცის დაკავებას, რომელსაც ტაბელური იარღი ჰქონდა და მის სახელზე იყო გაფორმებული, ორი წელი მოუნდნენ. რა თქმა უნდა, ეს ქვემოდან არ იყო. ყველაფერი იმართებოდა ზემოდან.

სანამ პირში სული მიდგას, ვერ მობრუნდებიან ეგენი, მთელი საქართველო დადგება ფეხზე. ღმერთმა დაიფაროს, თორე არ ვმალავ და პირდაპირ ვამბობ – სამოქალაქო ომის წინაშე დადგება ქვეყანა. სულ რომ გაიწიოს „ოცნება”, ჩვენ არ გავიწევით. ჩვენ ვართ მაგათი კედელი, არ არის ბიძინა ივანიშვილი მაგათი კედელი და ივანიშვილმა ის დაპირებული უნდა შეასრულოს. 12 წლის შემდეგ რატომო, ხანდაზმულობა საქმეს 15 წელი ჰქონდა და უნდა მე-14 წელს დაიჭერენ ეს “დურაკი იურისტები” და უნდა… ხანდაზმულობა მანამ არ გავა, ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანის დაპატიმრება. თუ გამართლდება ეს კაცი, თუ შევხედავ, რომ რამე არის შეთითხნილი, მე თვითონ წავალ მაგის წინააღმდეგ, მე ტყუილად ციხეში არავის ვსვამ“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button