HOTNEWSსაზოგადოება

ზუკა ბერძენიშვილი ლაშა ტალახაძეს – ადამიანად არ ვარგიხარ!

ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები – ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძეს აკრიტიკებს და უზნეოს უწოდებს

“ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ). კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო? “- წერს ბერძენიშვილი.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button