HOTNEWSპოლიტიკა

ენმ-ს სამი წევრი ბათუ ქუთელიას გზას დაადგა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია და ნინო კალანდაძე აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ. მათი თქმით, უკვე თითქმის 2 წელია სრულიად ჩამოშორებულები არიან პარტიულ ცხოვრებას.

როგორც ჩანს “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრმა ბათუ ქუთელიას მსგავსად გადაწყვიტა ფორმალურად დატოვონ აქტიური პოლიტიკური ცხოვრება და “ენჯეო”-დან უგულშემატკივრონ უკვე ყოფილ პარტიას. “წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს”

“ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე – ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით“, – წერია განცხადებაში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button