ეკონომიკა

საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

Brexit-ის ამოქმედებამდე ჩვენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ, ხელი მოვაწერეთ შეთახმებას და მოვახდინეთ ამ შეთანხმების რატიფიკაცია. ახლა იგივეს ველოდებით ბრიტანული მხარისგან. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი თვის ვადაში რატიფიკაცია მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესის დროულად დასრულება, – ამის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ „აკრედიტაციის ცენტრის“, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიების პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უკვე აწარმოებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button