სამართალი

პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებული კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი ბრალს აღიარებს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქალაქო სასამართლოში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე დღეს მხარებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ორმა ბრალდებულმა, დავით ქოქიაშვილმა და ილია გამგებელმა ბრალი აღიარეს.

დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა, რომელიც წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველი მამხილებელ მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული მასალები ქარდავას ბრალეულობას არ ადასტურებს. უფლებადამცველს იმედი აქვს, რომ სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორის თქმით, მტკიცებულებებით სამივე ბრალდებულის ბრალეულობა დასტურდება. ჯერჯერობით უცნობია, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ვერსიით, ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2006 წელს დაგეგმა

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button