ეკონომიკა

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 29 მილიონი დოლარით გაიზარდა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან 193 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, 17.6 პროცენტით, ანუ 29 მილიონი დოლარით აღემატება.

უწყების ცნობით, გასული წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 164 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ დღეს აეროპორტებში მგზავრთნაკადის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები ჯამში 314 079 მგზავრს მოემსახურა, რაც სამი პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button