პოლიტიკა

მდინარაძე თქმით, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ სცენარს მიჰყვება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი მისი განცხადების გამო მკაცრად გააკრიტიკეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩანს, რომ ისინი მის სცენარს მიჰყვებიან, რომელიც რევოლუციურია.

ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილების მიზნით მეხუთე რაუნდის ჩაშლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია, ოპოზიციას მაგიდის აყირავება უნდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ არც ერთ ეტაპზე კომპრომისული ვერსია არ წარმოადგინეს.

„გუშინ მოლოდინი ჰქონდათ, რომ შესაძლებელი იყო, უგულავას ქმედება „გაფლანგვად“ დაკვალიფიცირებულიყო და წინასწარ ილუზიის შექმნას ცდილობდნენ, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ქართული საზოგადოების, იმის თაობაზე თითქოს, კომპრომისულ ვარიანტზე საუბარი დაიწყეს. ამის გამოძახილი იყო არასერიოზული განცხადებები 135/15-სა და 130/20-ზე.
პირველი დათმობის ნიშნები გუშინ მაშინ გაჩნდა, როცა მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ექნებოდათ საბაბი, მოლაპარაკების მაგიდა ამოეყირავებინათ და თქვეს, რომ 130/20-ს გვთავაზობდნენ.

ეს არასერიოზული წინადადებები იყო იმისთვის, რომ დაფიქსირებული ყოფილიყო ის, თითქოს, მათ რაღაც შემოგვთავაზეს. ძალიან სამწუხაროა, როცა საუბარი პასუხისმგებლობასა და კონსენსუსზე მიდის, მხოლოდ ხელისუფლება რომ გახსენდებათ ხოლმე. ეს გარკვეული ტენდენციისა და ტრენდის ბრალია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button