სპორტი

პირველად,საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, სადაც 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ქართველი წყალბურთელები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქე ბრაზილიის, კანადის, მონტენეგროს და საბერძნეთის გუნდი იქნება. კიდევ ერთი ნაკრები კი ჯგუფში აზიის ზონიდან ჩაჯდება. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირს 22-29 მარტს ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button