ვიდეოსამართალი

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით დაკავებულ შვიდივე პირს გირაო შეეფარდა

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით დაკავებულ შვიდივე პირს გირაო შეეფარდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

„დაკავებულ პირთა შესახებ ქვემო ქართლის რაიონულმა სასამართლომ უკვე იმსჯელა და მათ საპატიმრო გირაო შეუფარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდის შემდეგ დაკავებულები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და სასამართლო განხილვებს გარეთ დაელოდებიან. გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება პროკურატურა. სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე, პატიმრობას ითხოვდა. საგამოძიებო უწყებას, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასმართლოში აქვს გასაჩივრებული“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button