პოლიტიკა

ოხანაშვილი:ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოება კარგად აანალიზებს, რომ ჯგუფებს, რომელთაც არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ გადააქვთ. ეს ადამიანები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ ბრიუსელში, ვაშინგტონში, ვინაიდან მათ ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამით აზიანებენ ქვეყნის იმიჯს, თუმცა მათ აწყობთ ქვეყნის იმიჯის დაზიანება, ვინაიდან მათი ინტერესია ვიწრო პარტიულობა. ამის გამო მზად არიან, წინასაარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ გადაიტანონ, ქვეყნის იმიჯი იქ დააზიანონ, თუმცა ამის მიუხედავად, არაფერი შეიცვლება და ამ რეჟიმში დარჩებიან, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს. ეს ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის, რათა რეპუტაცია შეულახონ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button