ვიდეოსაზოგადოება

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება ცენტრალური მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილზე წუხელ გვიან ღამით შეიზღუდა.

რიკოთზე ამ დროისთვის ძლიერი თოვაა, რის გამოც გზის გახსნა სრულად, ყველა სახის ტრანსპორტისთვის ვერ ხერხდება.

გამთენიისას შეზღუდვა მოიხსნა მსუბუქი ავტომანქანებისთვის, რომელთა მოძრაობა დილის ექვს საათამდე მხოლოდ სპეციალური ჯაჭვებით იყო ნებადართული.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button