პოლიტიკა

საქართველომ საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს-აბაშიძე რუსული დელეგაციის ვიზიტზე

საქართველომ არსებული კანონმდებლობით და მეორეს მხრივ საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს,  –  ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ჯერ არ არის გარკვეული, ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას და ამიტომ, ვიზიტზე საუბარი ნაადრევია. 

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის არ მართავს კონსულტაციებს და დამატებითი ინფორმაციისთვის საგარეო უწყებას უნდა მივმართოთ.  

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button