HOTNEWSპოლიტიკა

საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო-ეს თუ არ არის ცარიელი სიტყვები, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები-თალაკვაძის პასუხი

სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუ არ არის ცარიელი და თვალთმქაცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებას.

„ქალბატონ ზახაროვას და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ზახაროვა წარმოადგენს, მინდა, ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმქაცობა, მაშინ პირველ რიგში დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან “ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button