HOTNEWSმსოფლიო

უფრო ძვირად ვიყიდი ნავთობს, შენს წინაშე ყოველი წლის 31 დეკემბერს დაჩოქება რომ არ მომიწიოს-ბელარუსის პრეზიდენტი პუტინს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ნავთობის შეძენის დივერსიფიცირებას, რათა ყოველი წლის ბოლოს რუსეთის წინაშე დაჩოქება არ მოუწიოს.

„ამბობენ, აი, ლუკაშენკომ ანგარიში იცის, ის ამაზე არ წავა, ის არ იყიდის ნორვეგიულ, ამერიკულ, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანულ ან ვენესუელის ნავთობს. შევიძენ, თუნდაც ძვირი იყოს. პუტინმა მკითხა: მისმინე, საშა, ძვირად რატომ იყიდი? მე მას ვუპასუხე: იმიტომ ვიყიდი, რომ ყოველი წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე შენს წინაზე მუხლებზე დაჩოქება არ მომიწიოს“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ლუკაშენკოს თქმით, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და რუსეთი ბელარუსს ნავთობს მსოფლიო ფასებით არ უნდა აძლევდეს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button