HOTNEWSპოლიტიკა

ოპოზიცია ისევ პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას ოპოზიცია გააპროტესტებს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

„სამშაბათს პლენარულ სხდომაზე მოდის შოთაძე, მანამდე მოდის კომიტეტზე. ჩვენ ვაპირებთ, სამშაბათს მოვახდინოთ პარლამენტის პიკეტირება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, რადგან ძალიან მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ დავაფიქსიროთ საზოგადოებრივი პროტესტი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის და სკანდალის ფონზე ივანიშვილმა ერთხელ უკვე გაუშვა და ახლა აბრუნებს”-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button