HOTNEWSპოლიტიკა

ბახტაძე:კიბერთავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი მოქალაქეების არსებობის შერყევას ცდილობს

მამუკა ბახტაძე საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე გამოძიების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის დასავლელ პარტნიორებს მადლობას უხდის.

„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის სამსახურებმა დაგეგმეს და აღასრულეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი მოქალაქეების არსებობის შერყევას და ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. გამოძიებაში ჩვენი უწყებების მხარდაჭერისთვის და ხმის ამაღლებისთვის მინდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა გადავუხადო“, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button