საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორეის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორეის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს რესპირატორული ინფექცია აღენიშნებოდა და ის შესაბამის მკურნალობას ბინაზე განაგრძობს.

როგორც საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტმა თავისი დაჟინებული მოთხოვნით სამედიცინო დაწესებულება დღესვე, ლაბორატორიული კვლევის პასუხების გაგებისთანავე დატოვა.

კორეელი მამაკაცი საქართველოში სამშაბათს ჩამოვიდა და მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button