HOTNEWSსაზოგადოება

მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს. თავდასხმა თბილისის დროით, დახლოებით 05:00 საათზე მოხდა. სულ გატაცებულია 10 მეზღვაური.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყება გემის მფლობელ კომპანიასთან კავშირზეა და მოქალაქეების ზუსტი იდენტიფიცირების შემდეგ, გატაცებულთა ოჯახებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, მეზღვაურების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებად ყველაფერი კეთდება.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button