HOTNEWSვიდეოპოლიტიკა

სესიაშვილი:სახელმწიფო აუცილებელ ნაბიჯებს დგამს, რომ კიბერთავდასხმის ნეიტრალიზაცია შეძლოს

მივესალმები იმას, რომ საქმე გამოძიებულია და დადგენილია, რომ ამის ავტორი გახლდათ გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. ამის შესახებ განცხადება ირაკლი სესიაშვილმა გასულ წელს, სხვადასხვა სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევასთან დაკავშირებით გააკეთა.

“მათი მიზანი არის, ერთის მხრივ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხება, მეორეს მხრივ კი ამით საზოგადოების ერთგვარი დაშინება. მე მივესალმები იმას, რომ საქმე გამოძიებულია და დადგენილია, რომ ამის ავტორი გახლდათ გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. ასეთ გამოწვევებთან ბრძოლა რთულია და ამიტომ გავაგრძელებთ ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას ასეთი ჰიბრიდული თავდასხმებისგან,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button