HOTNEWSსპორტი

ტატო გრიგალაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ქართველმა გზად ორი მსოფლიო ჩემპიონი და ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ყირგიზეთის წარმომადგენელი ვლადიმირ ზოლოევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ტურნირზე კიდევ სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ ისინი მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button