პოლიტიკა

სუბარი: სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მერაბიშვილი სასჯელს აბსოლუტურად კანონიერად იხდიდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა აბსოლუტურად კანონიერად. მისი წინასწარი პატიმრობა და სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა აბსოლუტურად კანონიერად. მისი წინასწარი პატიმრობა და სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს. ერთადერთი ეჭვი, რაც გამოითქვა, ეხებოდა იმას, ხომ არ მოხდა მისი პატიმრობის გამოყენება სხვა არალეგიტიმური მიზნისთვის ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. საკნიდან გაყვანის საკითხზეც მოსამართლეთა ხმები გაიყო. 15 მოსამართლიდან 7-მა, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს არ მომხდარა, 8-მ კი, მათ შორის ნონა წოწორიამ თქვა, რომ ეს საკნიდან გაყვანა არალეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ნონა წოწორიას ხმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთივე წევრია, როგორიც ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია ან სხვები იყვნენ“, – აღნიშნა სუბარმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button