HOTNEWSსპორტი

თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი ტურის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე, თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი მოხვდნენ. შერმადინმა თბილისში შვეიცარიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში 23 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. მაკფადენმა კი ბელგრადში, სერბეთის ეროვნულ გუნდთან მოპოვებულ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა და მატჩი 33 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელების გარდა საუკეთესო ხუთეულში ბელგიელი ჯონათან ტაბუ, ლიეტუველი ეიმანტას ბენძიუსი და რუსი ვიტალი ფრიდზონი მოხვდნენ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებულად დაიწყო. თბილისში ნაკრებმა შვეიცარიის გუნდი დაამარცხა, ხოლო ბელგრადში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა სერბეთთან. 

შემდეგ მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები უკვე ნოემბერში გამართავს. საქართველოს, როგორც ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button