საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს.

მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ, დანარჩენი ექვსი პაციენიტის შემთხვევაში კი კვლევის შედეგები დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უფრო ადრე ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button