მსოფლიო

საუდის არაბეთმა მექასა და მედინაში სალოცავად შესვლა კორონავირუსის გამო დროებით შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექასა და მედინაში სალოცავად შესვლა დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ სამეფოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„სამეფოში შემოსვლა უმრის მოსახდენად და ალ-მასჯიდ ან-ნაბავის მეჩეთის მონახულების მიზნით, დროებით შეჩერებულია“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, საუდის არაბეთი დროებით შეაჩერებს ქვეყანაში იმ უცხოელების შემოშვებას, რომელთა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button