საზოგადოება

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ე.წ. გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი დაადასტურეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

ამ უკანონო გადაწყვეტილების შესახებ სუსმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

„საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები, მათ შორის გადასასვლელების დახურვა, მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და არღვევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს”- აცხადებენ სუსში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button