საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, აქედან 21 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით უარყოფითია.

„ჯერ მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევაა. ჯერჯერობით 22 ტესტიდან, 21-ის პასუხი უარყოფითია, ერთი იყო დადებითი, რომელიც დღეს გაცხადდა.

რისკები განსაზღვრულია; განიხილება როგორც პირდაპირი კონტაქტი, რომელიც 15 წუთზე მეტ პერიოდს მოიცავს და ასევე, დახურულ სივრცეში პერიოდი, რაც ორ საათზე მეტს პერიოდს გულისხმობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 31 წლის ქალს, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, სავარაუდოდ, არ ჰქონია მჭიდრო კონტაქტები.

„ამ ქალბატონს, როგორც ვიცი, არ ჰქონდა განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა, იქ პირთაგან რომელიმესთან აღმოჩნდეს ტესტი დადებითი. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, მათთანაც ჩატარდება კვლევები. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ტესტი უარყოფითია. ამ ეტაპზე 39 პაციენტი მიწევს, 21 ტესტი უარყოფითია, ამ 21 პაციენტს ვამზადებთ უკვე საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად. უკვე მოსულია ერთი სამარშრუტო მანქანა, რომელიც წაიყვანს ნაწილს და მერე მოვა მეორე სამარშრუტო მანქანა წაიყვანს ნაწილს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button