საზოგადოება

კორონავირუსის მკურნალობის და ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტისთვის კორონა ვირუსის დასადგენად ჩასატარებელი ყველა გამოკვლევების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს.

მისივე თქმით, თუ პაციენტს გამოკვლევების შედეგად კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა, შემდგომი მკურნალობის ხარჯებსაც სრულად სახელმწიფო გაიღებს.

„ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. რა ტესტირებასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, მოქალაქეებისთვის ყველაფერი უფასოა. რა თქმა უნდა, თუ დასჭირდა მკურნალობა, ესეც დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button