საზოგადოება

საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა- „freedom barometer”-ის ანგარიში

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer”-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 2018 წელს 5 ქულა ჰქონდა რაც 2019 წელს 2.1 გაიზარდა და 7.1 ქულა მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციითაა დაცული, რაც ბოლო წლებში პრაქტიკაში სრულდება. „Freedom Barometer“-ის ანგარიში წერია, რომ მცირე პრობლემების მიუხედავად, ქვეყანაში დაცულია სიტყვის თავისუფლება, მოქმედებს სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედია, მოქალაქეებს კი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button