სპორტი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, 2020 წლის ბოლოსთვის გადაიტანონ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, 2020 წლის ბოლოს ჩატარდეს. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაა, – დაწერა რამდენიმე იაპონურმა გაზეთმა.წარსულში იაპონელმა ველომრბოლმა და მოციგურავემ სეიკო ჰასიმოტომ, რომელიც დღეს ქვეყნის მოციგურავეთა ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტში სპორტის საკითხებში მრჩეველი გახლავთ, გამოაცხადა, რომ იაპონიას აქვს შეთანხმება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის მიხედვითაც ქვეყანას შეუძლია თამაშების გარკვეული დროით გადატანა.გრაფიკის მიხედვით, ტოკიოს ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გაუქმდა ზაფხულის თამაშების წინ, ტოკიოში დაგემილი სატესტო ტურნირები. იაპონიაში დაინფიცირებულთა რიცხვი 980 ადამიანს შეადგენს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button