საზოგადოება

ესპანეთში კორონავირუსით 74 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გარდაცვლილი 74 წლის, ქრონიკული დაავადებების მქონე ქალია.

„გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამწუხარო ფაქტი გვაქვს. სამწუხაროდ, ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელიც იყო ქრონიკული დაავადებით დაავადებული. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოორმავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button