პოლიტიკა

მარნეულის ინციდენტებმა აჩვენა, რომ მაჟორიტარული სისტემა წითლად შესაღები და გადასაგდებია – გიორგი მარგველაშვილი

მარნეულში მომხდარმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინო ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკარანტინო წესების დარღვევებმა ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის და ზოგადად, მაჟორიტარული სისტემის სისუსტე წარმოაჩინა.

„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემა. მაჟორიტარების ფუნქცია არის არა ტენდერის გაფორმება და ახლობლის გამგეობაში მოწყობა, არამედ – გლობალური პროცესების თაობაზე საკუთარი ამომრჩევლის ინფორმირება. შეხედეთ, რა ხდება ამერიკის ნებისმიერ შტატში. ყველა შტატის გუბერნატორი, ყველა შტატის სენატორი ლაპარაკობს ელაპარაკება თავის შტატს. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში, ან რომელიმე სხვა წყალსაცავში,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button