პოლიტიკა

სანდრა რულოვსი ეკატერინე ტიკარაძეს დახმარებას სთავაზობს

სანდრა რულოვსის მიმართვას, რომელშიც იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

“ქალბატონო ეკატერინე,

ამ გლობალური გამოწვევის პირობებში, როგორც არასდროს გვჭირდება თანადგომა და თანამშრომლობა, რომ COVID-19 კრიზისის შედეგად მინიმალური ზიანი მივიღოთ.

ამ ეტაპზე მოგმართავთ სამი წინადადებით:
ზუგდიდში, ჩემს საქველმოქმედო ფონდს SOCO-ს, საწყობში აქვს 10 (ათი) საწოლი ჰოლანდიური საავადმყოფოდან (იხილეთ სურათი დანართში). ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ და დროებით სარგებლობაში გადმოგცეთ თქვენს მიერ დასახელებულ დაწესებულებას ამავე ქალაქში
ზუგდიდში, მდებარეობს ორსართულიანი სახლი თავისი დიდი ეზოთი, სადაც მოთავსებულია საქველმოქმედო ფონდი SOCO-ს შშმპ ბავშვების დღის ცენტრი (დროებით არ ფუნქციონირებს), სადაც 10 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი (10 საწოლი 6 ცალკე ოთახში)
ასევე შეგახსენებთ ჩემი მეუღლის გაჟღერებული წინადადებას, რომ მზად არის დაუთმოს ყვარელში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც 10 (ათი) ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი COVID-19 კრიზისის დროს

რადგან ამ დღეებში დაბრუნდება უამრავი ემიგრანტი ევროპიდან სამშობლოში, საკარანტინო სივრცედ გამოგადგებოდათ ზემოაღნიშნული ფართები (სადაც ასევე თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალიც განთავსდებოდა).
ჩვენი ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას.

ღრმა პატივისცემით,

სანდრა ელისაბედ რულოვს

თბილისი, 24 მარტს 2020 წ.

დანართი: 1 სურათი (ზუსტად ასეთი ტიპის 150 საწოლი ვაჩუქე ქსნის საპყრობილეს ტუბერკულოზის საავადმყოფოს პირელი ლედობის დროს)

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.
Mikheil Saakashvili-ს ფოტო.
Mikheil Saakashvili-ს ფოტო.
მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button