ეკონომიკა

ფონდში, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხას კომპანიები და მოქალაქეები რიცხავენ, დღეისთვის 5 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული

ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, #StopCoV ფონდში, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხას კომპანიები და მოქალაქეები რიცხავენ, დღეისათვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია აკუმულირებული და აქტივობა საკმაოდ მაღალია.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთმა მოქალაქემ და ათეულობით კომპანიამ გამოხატა სურვილი სხვადასხვა მიმართულებით დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.

„კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნესის, საზოგადოების და სახელმწიფოს კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. დარწუნებული ვართ, ამ ერთიანობით აუცილებლად გავუმკლავდებით covid 19-ს“, – აღნიშნა დაუშვილმა.

მისივე განმარტებით, ფონდში მობილიზებული თანხების ხარჯვის პროცესი გამჭვირვალე იქნება.

ცნობისთვის, კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა – StopCoV ფონდი შეიქმნა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button