საზოგადოება

ჯერჯერობით ყველა კლასტერი კონტროლდება – თამარ გაბუნია

ჯერჯერობით, საბედნიეროდ ყველა კლასტერი კონტროლდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ როდის შეიძლება მიაღწიოს ინიფიცირების შემთხვევებმა პიკს და განმარტა, რომ ასეთი პიკი ძირითადად, მე-7, მე-8 კვირას დგება. თუმცა, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, შემთხვევების მატებამ პიკს არც მიაღწიოს და გამოვლენა ეტაპობრივად მოხდეს.

„რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, საბედნიეროდ ყველა კლასტერი კონტროლდება. ყველა დადებითი შემთხვევა ვიცით რასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია, თუ არაფერს გავაკეთებთ, მე-7, მე-8 კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონისძიებები, ამდენად მე-7, მე-8 კვირის პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს მივიღოთ პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ იყოს ეტაპობრივი და თანმიმდევრული, თუ იქნება შემთხვევების მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევების მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივად,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button