საზოგადოება

პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო – მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს

მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლალი ტურძელაძის განმარტებით, მარნეულიდან გადაყვანილ ახალშობილს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი აღენიშნება. ექიმის თქმით, ჩვილს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ანალიზი აუღეს, რომელის პასუხიც დღეს საღამოს იქნება ცნობილი.

„14 დღის არის ეს ჩვილი. ავიღეთ ტესტი კორონავირუსზე, რომელზე პაუხიც დღეს გვიან საღამოს იქნება. ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა. პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. მას აქვს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ჩვეულებრივად, რეანიმაცია კეთდება, როგორც ეს ახალშობილ ჩვილებშია გათვალისწინებული პროტოკოლით. რესპირატორული დისტრეს სინდომი უფრო რთულია, ვიდრე ფილტვების ანთება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან.

პროტოლკოლით კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი და ველოდებით პასუხს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ „ ტვ პირველთან“ .

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button